დღის ახალი ამბები

ექსპერტებმა განმარტეს თუ რატომ უვლის ადამიანს კარგი მუსიკის მოსმენის დროს ტანში ჟრუანტელი

ექსპერტებმა განმარტეს თუ რატომ უვლის ადამიანს კარგი მუსიკის მოსმენის დროს ტანში ჟრუანტელი
11-01-2021, 00:40

გასულ წელს  ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტი  მუსიკის მოსმენის დროს წარმოქმნილი  ფიზიონომიური განცდების შესახებ. როგორც ცნობილია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან მუსიკის მიმართ. განსაკუთრებული მგრძნობიარობა გამოიხატება მუსიკალური კომპოზიციის მოსმენისას ჟრუანტელის დავლაში, ყელის გამოშრობაში და ა.შ.


ექსპერიმენტი ჩატარდა ჰარვარდის 30 სტუდენტზე. 30 სტუდენტიდან 10 აღმოჩნდა მგრძნობიარე მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას. ამ 10 სტუდენტის ტვინის სტრუქტურა  აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული დანარჩენი 20 სტუდენტისგან. მათი ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი, გაცილებით უფრო დიდია და უფრო ინტენსიურად მუშაობს, ვიდრე დანარჩენების.

სპეციალისტების თქმით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიონომიურად რეაგირებენ მუსიკის მოსმენისას გამოირჩევიან ტვინის სრულიად განსხვავებული სტრუქტურითა და ემოციურობით. მათი განცხადებით, კვლევისა და ექპერიმენტის შედეგები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ნევროლოგობისთვის, ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ, რადგან მუსიკის მოსმენისას აღძრული ემოციები დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც  დეპრესია ან ნევროზი აწუხებთ.

წყარო: itar.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 456-ჯერ
კომენტარები
რეკლამა