დღის ახალი ამბები

საქართველოში არის რბილი ლოქდაუნი , უნდა გაკაცრდეს რეგულაციები - ცერცვაძე

საქართველოში არის რბილი ლოქდაუნი , უნდა გაკაცრდეს რეგულაციები - ცერცვაძე
13-01-2021, 20:45

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი , თენგის ცერცვაძე აცხადებს, რომ უნდა გამკაცრდებს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე.

ცერცვაძის განმარტებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში "რბილი ლოქდაუნია" .

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე. ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ...

საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ.... აშშ-სა და ინგლისში ისეთი ლოქდაუნებია, ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანების საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან“ - ამბობს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ე.წ. მესამე ტალღას ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფერო, თებერვლიდან ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ქყვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდა 28 ნოემბერს. რეგულაციების თანახმად, არ მოძრაობს ტრანსპორტი, დახურულია თითქმის ყველა სავაჭრო სივრცე და ადამიანებს შეზღუდული გაქვთ გადაადგილება 9 საათის შემდეგ.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 428-ჯერ
კომენტარები
რეკლამა