დღის ახალი ამბები

ქალმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბარათზე $999,985,855.94 ჰქონდა

ქალმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბარათზე $999,985,855.94 ჰქონდა
28-06-2021, 10:25

ამერიკის შტატ ფლორიდაში მცხოვრებმა ქალი შემთხვევით და მოულოდნელად მილიარდერი გახდა.

როგორც ჯულია იონკოვსკი აცხადებს, ბანკომატიდან ფულის გამოტანისას შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ანგარიშზე 720 მილიონი ფუნტი სტერლინგი ($999,985,855.94) ჰქონდა. ამის შესახებ Mirror-ზე დაყრდნობით "პრაიმ-ტაიმი" წერს.

ბანკომატისკენ მიმავალ ჯულიას გზაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამერიკაში სიმდიდრით 615-ე ადამიანი იყო.

„ბანკომატიდან 20 დოლარის გამოტანა მინდოდა, როცა ანგარიში შევამოწმე აღმოვაჩინე, რომ ბარათზე 720 მილიონი ფუნტი სტერლინგი მქონდა. შოკი მივიღე“, -ამბობს ჯულია.

ის მომხდარით ძალიან შეშინებულია და ფულის სასწრაფოდ მოშორება უნდა. თუმცა, მის ზარებს ბანკი არ პასუხობს.

„უამრავი ისტორია მსმენია კიბერშეტევებზე, იმაზე რომ ასეთი შემთხვევების დროს ადამიანებს ჯარიმებს ახდევინებენ. მინდა ფული რაც შეიძლება მალე მოვიშორო, რადგან ის ჩემი არ არის“,- ამბობს ის.

ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოხვდა ჯულიას ანგარიშზე ასეთი დიდი რაოდენობის თანხა.

 წყარო: tia.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 131-ჯერ
კომენტარები
რეკლამა