დღის ახალი ამბები

ტიკარაძე: შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება

ტიკარაძე: შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში სასიკეთო ცვლილებებია, ამიტომ სავარაუდოა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში, როგორ დაანონსებული იყო, 4 ოქტომბერს განახლდეს.

“სწავლის დაწყება, ძირითადად, ეპიდემიის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში უკვე სასიკეთო ცვლილებები გვაქვს, აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე დაიწყება, რომელიც ჩვენ დავასახელეთ”,- ამის შესახებ ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა.
 
წყარო: metronome.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 2 426-ჯერ
კომენტარები
რეკლამა