დღის ახალი ამბები

ეს ფული უკან დაგერიცხებათ! - ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა

ეს ფული უკან დაგერიცხებათ! - ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა
18-11-2021, 12:33


მასწავლებლებმა, რომლებიც კომპეტენეციის დადასტურების გამოცდაზე გავიდნენ აპელაციაში გადახდილი თანხების დაბრუნებას ელიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს – 18 ნოემბრიდან პედაგოგებს 
შედეგების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ეს მოხდება ეტაპობრივად და შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი საბოლოოდ.

ვინ მიიღებს აპელაციის თანხას? – ის პედაგოგები, ვისაც საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;

ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას  თანხა ზედმეტად გადაიხადეს;

სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.

წყარო:  

trialeti.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 7 403-ჯერ
კომენტარები
რეკლამა