დღის ახალი ამბები

ცოლ-ქმრული ღალატისათვის დასჯა სხვადასხვა ქვეყნებში-საინტერესო ფაქტები

ცოლ-ქმრული ღალატისათვის დასჯა სხვადასხვა ქვეყნებში-საინტერესო ფაქტები

ყველა დროის და ყველა ხალხისთვის ყველაზე მძიმედ დასჯადი იყო ქალის ღალატი.

ღალატის შედეგს შესაძლოა პირდაპირ ემოქმედა შემდგომ გვარის და გენის გაგრძელებაზე.არავის სურდა გაეზარდა სხვის ბავშვი, ისე, თითქოს თავისი იყო.ხოლო შემდგომ გადაეცა ქონება და მემკვიდრეობა.ამიტომ მოღალატის დასჯა ყოველთვის სასტიკი და სახალხო იყო, იმისთვის, რომ სხვა ქალებს არ გასჩენოდათ ღალატის სურვილი..ასე, რომ გათხოვილი ქალი ათჯერ მაინც უნდა დაფიქრებულიყო მანამდე, სანამ საყვარლის ყოლას გადაწყვიტავდა.
1964 წელს ჰააგაში საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია:"ცოლ-ქმრული ღალატი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დანაშაული, ამიტომ არ ექვემდებარება სამართლებლივ დასჯას."

იტალიაში და საფრანგეთში სამართლებლივი დასჯა მხოლოდ 1975 წელს გააუქმეს.თურქეთში 1996 წელს.შვეიცარიაში დღესაც ღალატის შემთხვევაში მოღალატეს 3 წელი ეკრძალება ხელმეორედ დაქორწინება.ბრაზილიაში დასჯა 2005 წელს გააუქმეს, ხოლო მექსიკაში 2011 წელს.


1-ბაბილონის თალმუდში ოთხი სახეობის სიკვდილით დასჯა იყო გავრცელებული:გაგუდვა, დაწვა, ხმლით თავის მოიჭრა და ქვებით ჩაქოლვა.
2-თურქეთში 1996 წლიდან ღალატისთვის ისჯება როგორც ქალი, ასევე მამაკაციც...თუმცა ადრე არსებულ კანონთან შედარებით დიდად არაფერი შეცვლილა, -ხუთი წელი ციხე.შედარებისთვის საუდის არაბეთში ღალატისთვის დღესაც ქვებით ჩაქოლვაა მიღებული.
3-ირანში, მავრიტანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სუდანში, ნიგერიაში შარიათის თანხმად მოღალატეს ქვებით ჩაქოლვა ემუქრება...კანონი მხოლოდ ქალებზე ვრცლედება.
4-პაკისტანში ქალს ღალატისათვის ჩამოხრჩობა ემუქრება.
5-ავღანეთში გარდამავალმა მთავრობამ რელიგიური მორალის პოლიცია შექმნა, დასჯა მრავალფეროვანია:სახალხო შერაცხყოფით დაწყებული და 10 წლიანი პატიმრობით დამთავრებული.
6-ინდონეზიაში ცოლ-ქმრული ღალატი 15 წლიანი პატიმრობით ისჯება.

წყარო: intermedia.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 883-ჯერ
კომენტარები
რეკლამა