დღის ახალი ამბები

"ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით...“

"ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით...“
20-01-2022, 12:59

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას პოსტს ეხმიანება იმის შესახებ, რომ ბევრი საკითხია კითხვის ნიშნის ქვეშ და ექიმებმა მას ერთობლივი პასუხი უნდა გასცენ.

ინგა მამუჩიშვილი კოლეგას საჯაროდ სწერს:
„ლაშა, ძალიან მომეწონა შენი პოსტი, ჩვენი აზრები ემთხვევა ამ შემთხვევაში, მეც იგივე კითხვები მაქვს… ჩემთვის, როგორც კლინიცისტისთვის, ომიკრონი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი თავისი კლინიკური მიმდინარეობით, ყოველ შემთხვევაში, დღეს არსებული სიტუაციით ასეა,ზოგჯერ ერთადერთი სიმპტომით -რინორეა, ან რინოობსტრუქცია (არ არის გამორიცხული ხომ რომ იყოს სხვა, მარტივი კორონავირუსი, ან რინო, ან ადენო, ან გრიპიც თუნდაც), ხშირად PCR-უარყოფითია, სწრაფ ტესტზე ლაპარაკიც ზედმეტია, ორ პაციენტთან მქონდა შემთხვევა, დადასტურებული კოვიდი გადამოწმდა (მშობლის ინტერესით) და ინფლუენსაზეც დადებითი აღმოჩნდნენ (კლინიკურად კლასიკური გრიპი იყო), უამრავი კითხვა დაგროვდა, პირველი და უმთავრესი – რა არის  ომიკრონი??? იქნებ, სეზონური ვირუსია, ან იქნებ, ტესტების მგრძნობელობა გვატყუებს??? მართვაში მაინც არაფერი იცვლება, იზოლაცია, რესპირატორული ეტიკეტის დაცვა და პირადი ჰიგიენის ზედმიწევნითი კონტროლი, რა თქმა უნდა, სამედიცინო პირბადის ტარება, სხვა ვირუსების შემთხვევაშიც აუცილებელია! ჯანმრთელობას გისურვებთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ ,თუმცა არ ვიცით ბოლომდე, რა როგორ განვითარდება…“скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 6 109-ჯერ
კომენტარები
რეკლამა