დღის ახალი ამბები

„ვინც კარგ გოგოს გამაცნობს, საჩუქრად iphone 13-ს ვუყიდი. თუ მაღალი იქნება და ქალიშვილი, ხომ კარგი, თუ არადა...“ - 33 წლის კაცი საცოლეს ეძებს და უცნაურ მიმართვას აქვეყნებს

„ვინც კარგ გოგოს გამაცნობს, საჩუქრად iphone 13-ს ვუყიდი. თუ მაღალი იქნება და ქალიშვილი, ხომ კარგი, თუ არადა...“ - 33 წლის კაცი საცოლეს ეძებს და უცნაურ მიმართვას აქვეყნებს
19-04-2022, 10:19

ეისბუკმომხმარებელი, ტატო, სოციალურ ქსელში, დაქორწინების სურვილის მქონე ქალბატონების საყურადღებოდ წერილს ავრცელებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქე დაოჯახების მიზნით საგანგებო მიმართვას აქვეყნებს და ადამიანს, რომელიც მას კაარგ გოგონას გააცნობს  iphone 13-ის ყიდვას ჰპირდება. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილის ფოტოსაც აქვეყნებს:

„ვეძებ საცოლეს. ვარ 33 წ კირჩხიბი. 1.90 სმ 92 კგ. ერთგული მოსიყვარულე. ვცხოვრობ თ.ბ. არ ვსვავ არ ვეწევი. არ ვიკეთებ არ ვკაიფობ არ ვთამაშობ. დასაქმებიული, მაქვს ბინა მანქანა. ბიზნესიც. ციდან არაფერი დამცემია. მამიკოს ფულებით გათამამებული ბიჭი ვგონივარ ბევრს. ყველაფერი რაც მაქვს ჩემი შრომით შექმნილია. წლებია ვცხოვრობ დამოუკიდებლად სრულიად მარტოდ. ბევრი მეტყვის სიგოიმეა აქ ნორმალური არავინ მოგწერსო მაგრამ მაინც იყოს. დაცინვაში ჩვენ ხომ ბადალი არ გვყავს. ბევრი თვითონ არის დასაცინი მაგრამ ცოტახანს იყოს წავშლი ალბათ. ბევრი ვიცი სოც ქსელში გაცნობილები დღეს რომ ტკბილად ცხოვრობენ. და დასაცინს მაინც რას ვაკეთებ? ვინ შემხვდება და როგორ მეუღლეობას გამიწევს არ ვიცი, ოჯახის დანგრევა არ მინდა. პატიოსან გოგოს გავიცნობ. ვინც კარგ გოგოს გამაცნობს საჩუქრად iphone 13 ვუყიდი.

თუ მაღალი იქნება და ქალიშვილი ხომ კარგი. თუ არა და დაბალზეც და ცოტა ბოზზეც თანახმა ვარ. მოკლედ არ ვხუმრობ მართლა ვუყიდი. ზოგიერთი უქნარასავით ფულიანს და დედისერთას არ ვეძებ. არც ფულზე გაგიჟებულს ვეძებ. მთავარია სიყვარული და ერთგულება შეეძლოს. ვისაც მე მივწერე და ვიმატებ ზოგი გათხოვილია. ზოგის შეყვარებული მპასუხობს, ზოგის ქმარი, ზოგი იტალიაშია, ზოგს სოც ქსელში გაცნობილთან შეხვედრა არ სურს. ვეღარ გამიგია ორჯელ სამჯელ როგორ ოჯახდებით ერთი კვირის გაცნობილთან ან სად იცნობთ მეც მასწავლეთ. ლაივში ვინც მომეწონა ასე ქუჩაში არავის ეცნობა, საცობში მე ვერავინ გავიცანი. მეტროში მე არ დავდივარ. რესტორანში ყველა წყვილებად მოდიან. ვინც დამილაიქებს ყველას ვერ მივწერ. ზოგი თავს ისე იფასებს. იქნებ პირადში მომწერო. ამ ერთხელ ვცდი და დავანებებ ძიებას დავტკბები მარტოდ ცხოვრებით. ან იქნებ ისეთი გამოჩნდეთ ვისაც შვილი უნდა და გათხოვება არა.
დროის მოსაკლავად ნუ მომწერთ მაგისთვის არც დრო მაქვს და არც ნერვები“,- წერს ტატო სოციალურ ქსელში.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 13 592-ჯერ
კომენტარები
რეკლამა