ინდოეთში ოთხმა კაცმა ვარანი გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა. ინფორმაციას გამოცემა Vice ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა 29 მარტს, ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშთრაში, საჰიადრის ნაკრძალში მოხდა.
კანონდამრღვევები ტყეში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სამართალდაცავებმა 1-დან 5 აპრილამდე შუალედში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა, რამდენიმე ბრალდებულს მობილურ ტელეფონში ცხოველზე ძალადობის ვიდეო ჰქონდა.
"მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დაკავებულები 20-დან 30 წლამდე ასაკის კაცები არიან. დანაშაული მათ გართობის მიზნით ჩაიდინეს, არ იკვეთება რელიგიური ან შავი მაგიის რიტუალი". – ამბობს ნაკრძალის რეინჯერი ვიშალ მალი.
ამ დროისთვის ეჭვმიტანილები გირაოთი გათავისუფლდნენ, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხ კაცს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ინდოეთში 2010-2020 წლებში ცხოველებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის 500 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვარანი გადაშენების პირას მყოფი ხვლიკისებრთა ოჯახის მტაცებელია.
წყარო: tabula.ge/
ინდოეთში ოთხმა კაცმა ვარანი გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა
22-04-2022, 11:47
გაზიარება
მოინახულეს 2 433-ჯერ
კომენტარები

15-05-2022 23:10
4 080
კრისტი ყიფშიძემ სითამამის საზღვარს გადააჭარბა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი ?
ვრცლად

07-05-2022 00:01
13 734
სოფო ნიჟარაძე ლაშა ნაკაიძესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები
ვრცლად

05-05-2022 18:56
6 090
აუ ეხლა გაა@ვი აქედან თორე მოგი@@ავ ყველაფერს.... გაა@@ვი აქედან... - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
ვრცლად

04-05-2022 22:47
23 374
"ადამიანს შვილი გარდაეცვალა და ხალხი იმას კითხულობს, ნეტა რა დააშავა ამ კაცმაო…" - ალექსანდრა პაიჭაძე
ვრცლად