დღის ახალი ამბები

ვინც უნდა დაწვეს მის მკლავზე... - ხატია წერეთელი ყოფილ შეყვარებულზე

ვინც უნდა დაწვეს მის მკლავზე... - ხატია წერეთელი ყოფილ შეყვარებულზე

მომღერალი ხატია წერეთელი, რომელიც საზოგადოებამ ეპატაჟური სიმღერებით გაიცნო, რამდენიმე კვირის წინ შეყვარებულს დაშორდა.

ყვითელ პრესაში ხატიასა და იმედას სიყვარულის შესახებ ბევრი იწერებოდა, ბოლოს ხატია წერეთელმა დაშორების მიზეზი საჯაროდ დაწერა.
„ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, რატომ დავშორდით მე და იმედა. სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მას ჩემი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა“- წერდა ხატია წერეთელი.

ჟურნალ თბილისელებთან, იმედა ვახტანგიშვილთან განშორების შესახებ ხატიამ კომენტარი გააკეთა. როგორც ის ამბობს, ვისთანაც არ უნდა იყოს იმედა, მან მისი ქალურობა და სიძლიერე გაიყოლა.

„ვინც არ უნდა დაწვეს მის მკლავზე, ჩემი სიძლიერე და ქალურობა გაიყოლა და მთელი ცხოვრება ატარებს, ვერ ამოშლის" - ამბობს ხატია.
მომღერალმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ იმედას ნათესავებს მის მიმართ დიდი სიყვარული აქვთ, მან იმედას ახალი რჩეული ამის გამო „შეიცოდა“ კიდეც.

„მეცოდება იმედას ცოლი, რადგან მას მოუწევს იმ სიყვარულთან შეჭიდება, რა სიყვარულითაც ვუყვარვარ მისი ქმრის ნათესავებს," - ამბობს წერეთელი.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 914-ჯერ
კომენტარები
რეკლამა