დღის ახალი ამბები

ქეთა თოფურია მეორედ გათხოვდა - რომელი ცნობილი ქართველები იყვნენ მომღერლის მეჯვარეები

ქეთა თოფურია მეორედ გათხოვდა - რომელი ცნობილი ქართველები იყვნენ მომღერლის მეჯვარეები



მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. 34 წლის ვარსკვლავი, 36 წლის დიპლომატზე ლევ დენგოვზე დაქორწინდა.

წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში მოსკოვში გადაიხადა. ცერემონიალს მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

არტისტი დიდი ხნის მანძილზე მალავდა მისი და დიპლომატის რომანის, ხოლო შემდეგ ნიშნობის და ორსულობის ამბავს.

ლევ დენგოვმა ქეთა თოფურია რამდენიმე თვის წინ დანიშნა. ქეთას ხელზე ბრილიანტის უძვირფასესი ბეჭედი რუსულ პრესას და თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

წყვილმა ქორწილი 20 ნოემბერს საიდუმლოდ გადაიხადა და ამის ამსახველი ფოტოები პირად გვერდზე, ცოტა ხნის წინ, თავად ქეთა თოფურიამ გამოაქვეყნა.

ვარსკვლავმა ქორწილში თეთრი მოკლე კაბა შეარჩია, რომელშიც მოზრდილი მუცელი ეტყობოდა. წყვილმა ერთად იმღერა კიდეც, ამის ამსახველი კადრი სოციალურ ქსელში ქეთას ერთ-ერთმა მეჯვარემ გამოაქვეყნა.

წყარო: itar.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 394-ჯერ
კომენტარები
რეკლამა