დღის ახალი ამბები

"ნანუკა ერეკლეს რომ დაშორდა, აი, მაგ დროს მივ­ხვდი," - რა ისტორია გაამხილა მარიამ გეგუჩაძემ დედამისზე

"ნანუკა ერეკლეს რომ დაშორდა, აი, მაგ დროს მივ­ხვდი," - რა ისტორია გაამხილა მარიამ გეგუჩაძემ დედამისზე

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ წევ­რი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე თა­თია შა­რან­გი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას "სთო­რი“ სტუმ­რობ­და. მა­რი­ამ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე, გან­ცდებ­სა და ბოლო დროს გა­და­ტა­ნილ მძი­მე ამ­ბებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე გა­იხ­სე­ნა დე­დის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და მა­მი­ნაც­ვლის, ერეკ­ლე კო­დუ­ას და­შო­რე­ბის პე­რი­ო­დი.

"იმ პე­რი­ოდ­ში უცხო­ეთ­ში მინ­დო­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა, მაგ­რამ მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ამი­ტომ წა­ვე­დი ბუ­და­პეშ­ტში, სა­დაც იმ­ჟა­მად ერეკ­ლე კო­დუა ცხოვ­რობ­და. მე და მან ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. ოჯა­ხის წევ­რე­ბი - დედა, ბე­ბია, ხში­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ.

დღეს ერეკ­ლეს­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­ღაც გა­მი­კე­თა და მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ის არის ჩემი ძმის მამა, იმის იქი­თაც, დამ­ხმა­რე­ბია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მატ­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, დროს მით­მობ­და, სა­დღაც დავ­ყავ­დი...
ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი აქვს. მას არა­სო­დეს და­ვუ­ვი­წყებ ბევრ რა­მეს, პირ­ველ რიგ­ში სით­ბოს, მახ­სოვს, რო­გორ ვუყ­ვარ­დი. დღეს რომ არ ვკონ­ტაქ­ტობთ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ არ­სე­ბობს ან ხვალ რომ და­მირ­ე­კოს, ტე­ლე­ფონს არ ვუ­პა­სუ­ხებ.

რო­დე­საც ნა­ნუ­კა და ერეკ­ლი და­შორ­დნენ, ისე და­ემ­თხვა, რომ ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ჩა­ვა­ბა­რე. ნა­ნუ­კას, რაც შე­მეძ­ლო, გვერ­დში ვე­დე­ქი, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მას ყო­ველ­თვის ვუს­მენ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას გა­ნიც­დის. ბავ­შვო­ბა­ში გგო­ნია, რომ ის სუ­პერ­გმი­რია და ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­დავ, ცუ­დად არის, ხვდე­ბი, რომ ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ყვე­ლა სხვა. მაგ დროს მივ­ხვდი, რომ დე­და­ჩე­მი მხო­ლოდ სუ­პერ­გმი­რი არ იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მო­აგ­ვა­რებ­და".скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 4 486-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს - სალი ნასყიდაშვილის ისტორია
  2. როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს
  3. ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა
  4. "პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?
  5. "მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან
რეკლამა