დღის ახალი ამბები

"ჯორჯიან მანგანეზი" ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

"ჯორჯიან მანგანეზი" ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

გთავაზობთ განცხადებას "ჯორჯიან მანგანეზის" ოფიციალური გვერდიდან :

"ჯორჯიან მანგანეზი" ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 ვულოცავთ ყველა მოქმედ თუ მომავალ ენერგეტიკოსს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირს, განსაკუთრებით კი ჩვენს ენერგეტიკოსებს, რომლებიც "ვარციხის ჰიდროელექტროსადგურში" მუშაობენ ამ მნიშვნელოვან დღეს.

 130-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ვარციხეჰესის პერსონალს წარმოადგენენ, არიან კვალიფიციური ენერგეტიკოსები, რომლებიც თავისი ცოდნით და მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფენ კასკადის გამართულ და უავარიო მუშაობას.
ვარციხეჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით მიეწოდება საქართველოს უმსხვილეს სამრეწველო ობიექტებს - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს. ვუსურვებთ, ენერგეტიკის დარგს რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი ჰყავდეს.

 ენერგეტიკოსის დღე საქართველოში ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება.

#ჯორჯიანმანგანეზი #georgianmanganese #ვარციხეჰესი ნაკლების ნახვა

скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 78-ჯერ
კომენტარები
რეკლამა