დღის ახალი ამბები

"მიშა მადლობელია ყოფილი ცოლის... ახლა გაჩუმება აღარ შემიძლია" - ლიზა იასკო მიშასა და სანდრაზე შესახებ საუბრობს

"მიშა მადლობელია ყოფილი ცოლის... ახლა გაჩუმება აღარ შემიძლია" - ლიზა იასკო მიშასა და სანდრაზე შესახებ საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის ახალმა სიყვარულმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მის ურთიერთობაზე უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. იასკო იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც მას ცოლიან კაცთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა სააკაშვილის და იასკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარებში ყურადღება სანდრა რულოვსზე გაამახვილა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა ამ ყველაფერს. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა უკვე გაჩუმება აღარ შემიძლია. მე მიშა ორმაგად უნდა დავიცვა - როგორც ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი და როგორც უკრაინის მოქალაქე. თუ ვიდეოს კარგად მოისმენთ, ნახავთ მიშა ამბობს, რომ მადლობელია ყველასი, ვინც აქამდე მის ცხოვრებაში ყოფილა, მათ შორის, ყოფილი მეუღლის. ახალ რეალობა სხვაა. მე და მიშა ერთად ვართ, დროა წინ წავიდეთ და დანარჩენი უკან მოვიტოვოთ. ეს დიდი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ჩვენთან ვართ", - განაცხადა იასკომ.

წყარო: ​resonancedaily.comскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 16 696-ჯერ
კომენტარები
რეკლამა