დღის ახალი ამბები

"ჯარიდან მსოფლიო ოლიმპიადაზე წამიყვანეს" - ლევან საგინაშვილი თავის პირველ გამარჯვებაზე

"ჯარიდან მსოფლიო ოლიმპიადაზე წამიყვანეს" - ლევან საგინაშვილი თავის პირველ გამარჯვებაზე
8-11-2020, 09:30

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, მკლავჭიდის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას თავისი კარიერის საწყის ეტაპს იხსენებს და აღნიშნავს, რომ პირველ ოლიმპიადაზე ის პირდაპირ ჯარიდან წაიყვანეს.

"ჯარისკაცი ვიყავი და ჯარიდან წამიყვანეს მსოფლიო ოლიმპიადაზე და ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. მოვიგე მარცხენა და მარჯვენა მკლავი. ეს იყო რაღაც პატარა ტრამპლინივით, რის შემდეგაც უფრო სერიოზულ შეჯიბრებებზე დავიწყე გამოსვლა.

2019 წელს ჩატარდა შეჯიბრი "ტოპ 8", რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ამ სპორტის ისტორიაში. ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი და ყველაზე დიდი პიარი ჰქონდა.  ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე ამ შეჯიბრზე, რისი ძალიან დიდი იმედიც მქონდა და მიზანიც, რომ ასეთი დიდი შეჯიბრება მომეგო.

ეს შეჯიბრი რამდენიმე წელი იგეგმებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ მონაწილეობის საშუალება მომეცა. წელსაც იგეგმებოდა იგივე შეჯიბრი, თუმცა მოხდა ისე, რომ პანდემიის გამო გადადეს და 2021 წელს დაიგეგმა შემდეგი "ტოპ 8".

ჩემპიონის სტატუსით ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, უფრო დიდი სანამ მოვიგებდი. ტიტულის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მოგება." - განაცხადა ლევანმაскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 324-ჯერ
კომენტარები
რეკლამა