დღის ახალი ამბები

"ვაიმე, შოკში ვარ... ვინმე არ არის, რომ მოვიდეს და დაეხმაროს?!" - კადრები სოციალური ქსელიდან

"ვაიმე, შოკში ვარ... ვინმე არ არის, რომ მოვიდეს და დაეხმაროს?!" - კადრები სოციალური ქსელიდან
31-03-2021, 11:22

"ძალიან გაღიზინებული ვარ იმ სცენით რასაც, დღეს შევესწარი ზოოპარკში და არ შემეძლო არ გამეზიარებინა. დღეს კარგი ამინდიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ზოოპარკში და დაგვხვდა ასეთი სიტუაცია, პატარა თხა გადავიდა ზებრების გალიაში, რადგან სათანადო გამყოფი ბარიერებიც არაა უზრუნველყოფილი ცხოველების გალიებს შორის და ზებრის რეაქცია საკუთარი ტერტორიის დაცვის მიზნით კარგად ჩანს ვიდეოში", - აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მირანდაა სიჭინავა წერს.

მისივე თქმით, ბავშვებმა ცხოველების ტანჯვას არ უნდა უყურონ.

"ჩვენს გარდა, იყო უამრავი მცირეწლოვანი, რომლებიც მშობლებს განტვირთვის და გართობის მიზნით ყავდათ მოყვანილი. დაფეთებულები უყურებდენენ ბავშვები ამ სიუჟეტს. გაიქცა ჩემი შეყვარებული, რომ დაეძახა ვინმესთვის და კაცი (სავარაუდოდ ზედამხედველი), რომელიც მოვიდა საერთოდ არ იყო ამ ფაქტით შეწუხებული - "რა იყო უკბინაო?" კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება, არ გაქვთ ძალიან დიდი დაფინანსება და ასე შემდეგ, მაგრამ ელემენტალური "სეტკით" მაინც რომ აკვანძოთ ის ადგილები, საიდანაც თხებს გადაძვრომა შეუძლიათ, არ შეიძლება? რატომ უნდა უყურონ ბავშვებმა ცხოველების ტანჯვას, რომლებიც იქ მათ შესაცნობად და თვალსაწიერის გასაფართოებლად მიდიან? დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოკლავთ იმ ცხოველებს, სანამ ზღვაზე გადავლენ", - წერს მირანდაა სიჭინავა.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 808-ჯერ
კომენტარები
რეკლამა