დღის ახალი ამბები

„მე მასწავლით ქრისტიანობას?! ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა," - რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს

„მე მასწავლით ქრისტიანობას?! ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა," - რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს
27-05-2021, 13:10

მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ არავის აქვს უფლება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს. 

მაკა სულაძის თქმით, ფალავანდიშვილების ჩარევა ამ საკითხში საჭირო არ არის. 

"მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები... არ არის საჭირო თქვენი ჩარევა", - მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს

წყარო: formulanews.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 529-ჯერ
კომენტარები
რეკლამა