დღის ახალი ამბები

პენიტენციური სააკაშვილის მორიგ ხმოვან კადრებს ავრცელებს

პენიტენციური სააკაშვილის მორიგ ხმოვან კადრებს ავრცელებს
11-11-2021, 16:38

პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ ხმოვან კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”, – წერს პენიტენციური სამსახური.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 2 924-ჯერ
კომენტარები
რეკლამა