დღის ახალი ამბები

"კორონავირუსი გარდაიქმნება რესპირაციულ ინფექციად, რომლის მსგავსებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსი გარდაიქმნება რესპირაციულ ინფექციად, რომლის მსგავსებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა" - ამირან გამყრელიძე
27-03-2020, 23:41
---

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე   დარწმუნებულია, რომ კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს  დამთავრდება. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას იმედი აქვს და  დაწრმუნებულია, რომ ეს ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ  რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით  გამოწვეული ინფექციების დროს და რომლებსაც რომლებსაც დღევანდელი მედიცინა  ერევა.

მისი განმარტებით,  ინოვაციური განვითარების საუკუნეში,  მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო  წინა  საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს.

„კორონავირუსული  ინფექციის პანდემია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა.  ალბათ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, რომ 21-ე საუკუნეში  კაცობრიობის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ერთი მხრივ, იქნება  ბიოტექნოლოგიური მიმართულებები, მეორე მხრივ კი, კლიმატის ცვლილებისა და  გლობალური დათბობის გამო ყველაზე დიდ პრობლემებსა და გამოწვევებს  შევხვდებით ბიოლოგიურ ახალ მუტირებულ აგენტებთან და ვირუსებთან  დაკავშირებით. ამიტომ ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო  ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში  „ისპანკას“ ვირუსის დროს. ინოვაციური იდეები მოდის ახალგაზრდებისგან, ეს  იდეები ძალიან სწრაფად ნახულობენ იმპლემენტაციას ცხოვრებაში, ვინაიდან  ამაში ახალგაზრდა თაობაა ჩართული. მთავარია, რომ ჩვენ, უფრო გამოცდილმა  თაობამ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფართო საზოგადოებამ გამოვიჩინოთ  სოლიდარობა, დიდი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა. ყველა იმ  გამოწვევას, რაც საზოგადოებას 21-ე საუკუნეში შეხვდება, აუცილებლად  დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს  დამთავრდება. კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ  რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა  ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა  ერევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წტარო: newposts.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 2 747-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "მე კატო ვარ, უკვე 11 წელია ესპანეთში ვცხოვრობ და 10 დღის წინ კორონავირუსი აღმომაჩნდა... ჰოსპიტალში არ დამტოვეს, სახლის პირობებში მარტო ვმკურნალობ"
  2. "იმის გამო რომ რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ჯანმრთელი ადამიანები ვიმყოფებით საჩხერეში, კარანტინში... ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?"
  3. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
  4. ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ
  5. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer