დღის ახალი ამბები

რომ არა ორი პატრული, ეს საღამო შეიძლება ცუდად დამმახსოვრებოდა – შეემთხვა კომენდანტის საათის დროს

რომ არა ორი პატრული, ეს საღამო შეიძლება ცუდად დამმახსოვრებოდა – შეემთხვა კომენდანტის საათის დროს
4-04-2020, 22:28
---

სოციალურ ქსელში საყოველთა კარანტინის მდგომარეობაში პოლიციელების გულისხმიერების შესახებ ბევრი წერს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი თავისი ისტორია გაიხსენა და აღნიშნა რომ 3 აპრილი შესაძლოა ცუდად დამთავრებულიყო, რომ არა ორი პოლიციელი.

"გუშინ საღამოს საკმაოდ არასასიამოვნო და სახიფათო ინციდენტი შემემთხვა, რამაც მომცა იმის რწმენა, რომ არანაირი კორონა აღარ შემაშინებს და არის კორონაზე უფრო საშიში შემთხვევები რამაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს (laugh) ეს საღამო საკმაოდ ცუდად შეიძლებოდა დამმახსოვრებოდა, მაგრამ ორი პატრულის წყალობით, რომლებმაც ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინეს ჩემს მიმართ და ძალიან გამამხნევეს ჩემი სახიფათო საღამო სრულიად დადებითად აქციეს. მათი წყალობით 3 აპრილი ჩემთვის ცუდი ასოციაციის ნაცვლად გამოიწვევს დადებით და ადამიანებში რწმენის ასოციაციას! მადლობა მათ დახმარებისთვის", – წერს ახალგაზრდა გოგო, რომელიც პატრულთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგოს სახლში დენმა დაარტყა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, საჭირო სამედიცინო მანიპულაცია საკმაოდ გვიან დასრულდა, და კომენდანტის საათის გამო ის სახლში მისვლას ვეღარ ახერხებდა.

როგორც ირკვევა, გოგო სახლში უვნებლად ორმა პატრულმა მიიყვანა. საჯარო მადლობაც სწორედ პატრულის ამ საქციელს მოჰყვა.

წყარო : digest.pia.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 2 336-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "იმის გამო რომ რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ჯანმრთელი ადამიანები ვიმყოფებით საჩხერეში, კარანტინში... ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?"
  2. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
  3. "ჯულიანა დააკავეს" - ოთო ფოლადაშვილი განცხადებას ავრცელებს
  4. ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ
  5. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer