დღის ახალი ამბები

“იმიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად “ - რომელი მედიკამენტით უმკურნალეს ამირან გამყრელიძის შვილს

“იმიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად “ - რომელი მედიკამენტით უმკურნალეს ამირან გამყრელიძის შვილს
22-04-2020, 22:10
---

კორონავირუსის მედიკამენტ "პლაქვენილით" მკურნალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება. გამყრელიძე აცხადებს, რომ თავად ისიც, წლების წინ ამ მედიკამენტს იყენებდა პაციენტების მკურნალობისას.

ამირან გამყრელიძის თქმით სწორედ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობდნენ მის შვილსაც ინფექციურ საავადმყოფოში, როდესაც ის ინფიცირებული იყო. ამირან გამყრელიძე მიმართავს მედიკოსებს, თუ კი ვინმეს აქვს კონკრეტული წინადადება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მზადაა მოუსმინოს.

“დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი არის ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი-კლინიცისტი. სწორედ უმკურნალეს ჩემს შვილს და იმიტომაც სწრაფად გაჯანმრთელდა. ახლა ეს “დელაგინი“ თუ “პლაქვენილი" ახალი ხომ არ არის. 40-50 წელია არსებობს და ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოცდილია. ამ ეტაპზე მან ეფექტი მისცა. განიხილეთ ეს პროფესიულ საზოგადოებაში და ასეთი შეურაცხყოფას ადამიანებს ნუ მიაყენებთ, არ შეიძლება. მივმართავ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ მათ განათლებას. საქართველოში ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. არ შეიძლება ადამიანი ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვს და დარგები შექმნა ქვეყანაში და დღეს უზარმაზარ ბრძოლაშია კორონავირუსთან ასე შეეხო. თურმე დღეს "პლაქვენილს" იყენებს, პროტოკოლით არის ეს. ასეთი იყო ჩემი ოჯახის წევრთან მკურნალობა,“-თქვა ამირან გამყრელიძემ.

წყაროскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 4 084-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer