დღის ახალი ამბები

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას? - სრული სია

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას? - სრული სია
24-04-2020, 22:43
---




საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსგან  ფულად დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული,  ასევე თვითდასაქმებული პირები. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით,  კონკრეტული თანხა გადაეცემათ სოციალურად დაუცველი პირებს და მკვეთრად  გამოხატულ შშმ პირებს.

ჯამურად, COVID -19 -თან ბრძოლის  ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათი მათი სოციალური დახმარების  ნაწილში 1.35 მლრდ ლარი იხარჯება.

უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეებზე ზრუნვის კომპონენტი ითვალისწინებს:

დაქირავებით დასაქმებული პირების დახმარება 

დაქირავებით დასაქმებული პირები, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო  შვებულებაში, დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს მიიღებენ,  ანუ თვეში 200 ლარს.

დახმარებით საერთო ჯამში სარგებლობას შეძლებს საქართველოს 350 000 ათასი მოქალაქე. ამ მიმართულებით კი  გათვალისწინებულია 460 მილიონი ლარის დახარჯვა.

თვითდასაქმებული პირების დახმარება 

არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის  დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, რომლის მოცულობაც  300 ლარია. ჯამურად ამ მიმართულებით იხარჯება 75 მილიონი ლარი.

სოციალურად დაუცველი პირების დახმარება 

6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ:

- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000- დან 100 000 -მდეა.  ამ კატეგორიაში დაახლოებით 70 000 ოჯახია, 190 000 მაქოლაქება. ამ  მიმართულებით ჯამურად 45 მილიონი ლარი იხარჯება.

- ოჯახები,  რომელთა სოციალური სარეიტინგო ქოლა 0 -დან 100 000 მდეა და ჰყავთ 3 და მეტი -16 წლამდე ასაკის შვილი. ამ კატეგორიაში 21 000 ოჯახია, 130 000  მოქალაქე. ამ მიმართულებით დაიხარჯება 13 მილიონი ლარი.

- ასევე,  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირები და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამ კატეგორიაში არის 40 000 ათასი  მოქალაქე. ამ მიმართულებით იხარჯება 25 მილიონი ლარი.

პენსიორების დახმარება 

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრებისთვის 2020 წლის 1 ივლისიდან პენსიის 30  ლარით გაზრდა. საერთო ჯამში გაზრდილ პენსიას 410 000 პირი მიიღებს.

2021 წლიდან დამატებით ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს 25 ლარით.

2021 წლის იანვრიდან პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება მოხდება.

წყარო:  bm.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 12 443-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer