დღის ახალი ამბები

ვინ რამდენ ლარს მიიღებს მთავრობისგან - გაიგეთ, რა ეკუთვნის თქვენს ოჯახს სახელმწიფოსგან

ვინ რამდენ ლარს მიიღებს მთავრობისგან - გაიგეთ, რა ეკუთვნის თქვენს ოჯახს სახელმწიფოსგან
25-04-2020, 17:40
---

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ასევე ხელისუფლება 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

ამასთან, გახარიას განმარტებით, 6 თვით 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

„მოგეხსენებათ, რომ სოციალურად საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება  
გვყავს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკმაოდ დიდი მოცულობა გყავს. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დარჩენილი 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანებისა და არასრულწლოვნების ყოლის პერიოდში ვეხმარებით, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დავეხმაროთ. ასეთი არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი, დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე. ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო
ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, მათ ასევე სახელმწიფო დაეხმარება 6 თვით 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 ათასი ოჯახი და ეს მოიცავს 130 ათას მოქალაქეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამეთუ მოგეხსენებათ ეკონომიკური გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში მრავალშვილიანი ჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა შემთხვევას ფინანსური დახმარება სჭირდება. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, ასევე 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით. დღეის მდგომარეობით, დღეს საქართველოში ასეთი 40 ათასი მოქალაქე გვყავს. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი“,-განაცხადა პრემიერმა.

თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

„ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, - განაცხადა გახარიამ.
2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.

"ისეთი გამოწვევები, როგორიცაა გლობალური პანდემია, შეუძლებელია გადალახული იყოს 1-2 თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში, ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისით დღესვე გვეზრუნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 000 პენსიონერი“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სახელმწიფო 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. 

პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.

სტატიის წყაროскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 5 213-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer