დღის ახალი ამბები

ისევ იქნება შეზღუდვები, მაგრამ სხვა მექანიზმით - გამყრელიძე

ისევ იქნება შეზღუდვები, მაგრამ სხვა მექანიზმით - გამყრელიძე
2-01-2021, 11:06

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ საახალწლო დღეებში მობილობა შეიზღუდოს და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

„წლევანდელი შობა-ახალი წელი უნდა იყოს სრულად განსხვავებული, მოკრძალებული, სახლებში, არ გვინდა ბევრი სიარული, იმიტომ რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, მობილობაა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, თავი შევიკავოთ, რამდენადაც შეგვიძლია. ეს იქნება დაზოგილი სიცოცხლე, გადარჩენილი ადამიანები და ინფექციის ნაკლები გავრცელება. მერე ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

წყარო: digest.pia.ge/скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 2 738-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer