დღის ახალი ამბები

7 მეთოდი კაცის სწრაფად აღსაგზნებად

7 მეთოდი კაცის სწრაფად აღსაგზნებად
9-04-2021, 00:00

არსებობს რამდენიმე მარტივი ანუ გენიალური მეთოდი, თუ როგორ აღგვაზნოთ სექსუალური პარტნიორი. ლამაზი საცვალი და სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი - კაცებს, აღგზნებაზე მეტად, აკვირვებს.

ამიტმომ ჯობს აღფრთოვანდეთ მისი შიშველი სხეულით

როდესაც დაინახავთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი აბაზანიდან გამოდის ან ტანსაცმელს იხდის, ნუ გაატარებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ. უთხარით მას კომპლიმენტი. მაგალითად, „ვაუ, რა კარგი მყავხარ...“ იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენს პარტნიორს ეჭვი ეპარება საკუთარ სექსუალურობაში, სასიამოვნო სიტყვები მის სექსუალურ სირვილებზე ნამდვილად იმოქმედებს.

მოუღიტინეთ მსუბუქად

ეცადეთ, სიცილით არ გადააბჟიროთ. არა, სიცილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მსუბუქად ათამაშეთ თითები მის სხეულზე, რათა მასში აღგზნების ნაცვლად გაბრაზება არ გამოიწვიოთ. შესთავაზეთ თამაში, ვინ უფრო ნაზად მოუღიტინებს, ოღონდ შეჯიბრი არა გამარჯვებით ან დამარცხებით, არამედ სექსით უნდა დასრულდეს.

ზურგი მნიშვნელოვანია

ზურგი ბევრი ადამიანისთვის ყველაზე ეროგენული ზონაა. ისარგებლეთ ამ ინფორმაციით და გადაუსვით ხელები ზურგზე საყვარელ ადამიანს. შეეცადეთ, კანს ნაზად შეეხოთ - ფრჩხილებით გაკაწვრა და ზურგზე კვალის დატოვება რა მოსატანია?!

გადააკარით ახალი თეთრეული

მუსიკა თქვენი საქმე არ არის? არა უშავს, სხვა უამრავი გზა არსებობს კაცის აღსაგზნებად. მაგალითად, განაახლეთ საძინებელი. არა, რემონტის გაკეთებას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, შეიძინეთ საწოლის ახალი კომპლექტი. ან დაკავდით სექსით უცნობ ადგილას. შესანიშნავია სანაპირო, სასტუმრო, დღიურად ნაქირავები ბინა ან მატარებელი.

ისარგებლეთ წითელი ფერით

წითელი ფერი საკმაოდ აღმგზნებია. წითელი თეთრეული, წითელი საცვალი, წითელი ჩულქები ან თუნდაც, წითელი თმა - ეს ყველაფერი სექსუალურ სურვილებს სიგნალს აძლევს.

ჩაიცვით მისი პერანგი

როდესაც საყვარელ მამაკაცს დილას გაღვიძებას დაასწრებთ, ჩაიცვით მისი პერანგი ან მასიური. სექსოლოგები ვერ ხსნიან, თუ როგორ მუშაობს ეს ფაქტი, მაგრამ კაცი ამ დროს მომენტალურად აღიგზნება.

იხუმრეთ

ქალი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს, ყოველთვის სექსუალურია და კაცებს იზიდავს ამგვარი ქალები. იხუმრეთ, ოღონდ ხარისხიანად.

წყარო: digest.pia.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 818-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer