დღის ახალი ამბები

"გოგო მივიდა, ნამცხვარი მიუტანა და ძალიან მორიდებით უთხრა...“- რა მოხდა გალერია თბილისში

"გოგო მივიდა, ნამცხვარი მიუტანა და ძალიან მორიდებით უთხრა...“- რა მოხდა გალერია თბილისში

ჟურნალისტი, მაკა ცხვედიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მე და სანდრო ვსხედვართ გალერია თბილისში. გვერდით მაგიდასთან არც ისე ხნიერი, სიფრიფანა ქალი დაჯდა, ჩანთიდან ორი ვაშლი, დანა და ცელოფანი ამოიღო. გათალა და პატარა ნაჭრებად დაჭრა.

ისე ჭამდა, შეუძლებელი იყო ყურადღება არ მიგექცია - მოკრძალებულად, აწურული - აი, რომ იბოდიშებ, რომ მოგშივდა.

მერე ერთი უსაყვარლესი გოგო მივიდა, ნამცხვარი მიუტანა და ძალიან მორიდებით უთხრა, გთხოვთ, ნება მომეცით, ჩემ საყვარელ ნამცხვარზე დაგპატიჟოთ, ორივესთვის ვიყიდეო.

ქალს ისე შერცხვა, სულ გაწითლდა, ძალიან იუარა, მაგრამ გოგომ იმდენჯერ სთხოვა, ბოლოს დათანხმდა: რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს ტკბილიო.
წავიდა ის გოგო, მოშორებით დაჯდა, თავისი საყვარელი ნამცხვარი ჭამა და იტირა.

პანდემია რომ გაქრება, უცხოებსაც გამოვეცხადები ხოლმე ჩასახუტებლად“,- წერს მაკა ცხვედიანი.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 888-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer