დღის ახალი ამბები

ექსკლუზივი - ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი და ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე საიდუმლო ვითარებაში დაქორწინდნენ

ექსკლუზივი - ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი და ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე საიდუმლო ვითარებაში დაქორწინდნენ

დრონი.ჯი-ს ექსკლუზივი - ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, ლავასოღლი, ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზე, ნინიკო ნაცარიშვილზე დაქორწინდა.
ამის შესახებ დრონი.ჯი-ს უტყუარმა წყარომ აუწყა და ისიც შეატყობინა, რომ წყვილი გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაქორწინდა და ნინიკომ უკვე დატოვა საქართველო.

ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნინიკო ნაცარიშვილმა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე.

თუმცა, მალევე, 22 წლის იუბილეზე უმშვენიერესმა გოგონამ, სადღესასწაულო ვახშამზე, რომელიც პარაგრაფში გადაიხადა, საზოგადოებისთვის უცნობმა თაყვანისმცემელმა წითელი ვარდების ზღვა გაუგზავნა. ნინიკომ ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა.ყვავილების გარდა, მას ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ მას საყვარელმა მამაკაცმა ხელი სთხოვა.
ვარაუდი კი იმით გამყარდა, რომ დღეს ნინიკო ნაცარიშვილი უკვე ლავასოღლის ოფიციალური ცოლია.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 4 577-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer