დღის ახალი ამბები

სოფლიდან ჩამოსულებთან მაქვს პრეტენზია, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს - ქეთი დოლიძე

სოფლიდან ჩამოსულებთან მაქვს პრეტენზია, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს - ქეთი დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე გამოირჩევა სკანდალური და აგრესიული განცხადებებით "სოფლიდან ჩამოსული" საზოგადოების მიმართ.

ამჯერად, რეჟიროსი პირდაპირ ეთერში მორიგ მიმართვას ავრცელებს:
"...ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მაქვს მათ მიმართ პრეტენზია. ჩემი ყველა ნათესავიდან გურიაში, არავინ ჩამოსულა თბილისში, არავინ. მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ მანქანაში... ყველას ხო ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს... ვიმეორებ, რომ მირჩევნია ადამიანი, რომელსაც უჭირს თავის კარ-მიდამოში გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, რომ ვიღაც წაიყვანს ან სანტექნიკის გასაკეთებლად, ან რაც არ არის მისი საქმე", - ამბობს დოლიძე "იმედის" ეთერში.

წყარო: newpost.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 342-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer