დღის ახალი ამბები

"ამაშუკელი, ტ..... კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს და ჯანსუღ ჩარკვიანის მის მიმართ ნასროლ რეპლიკას ახსენებს

"ამაშუკელი, ტ..... კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს და ჯანსუღ ჩარკვიანის მის მიმართ ნასროლ რეპლიკას ახსენებს

პარლამენტის თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს სოციალური ქსელით მიმართავს. მისი თქმით, პოეტის ვიდეო-მიმართვა აჩვენეს, სადაც ამაშუკელი ჯანსუღ ჩარკვიანს აგდებულად მოიხსენიებს.

"რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში და ჯანსუღის- მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ: "ბიჭო რეზო, ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი, "რაგატკას" არ გესვრის არავინო" (ხუმრობას ზუსტად ვციტირებ). რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით : "ჯანსუღას გოგოო" ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ (მადლობა ღმერთს).

უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს "ჯანსუ-ღა"-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს, ოპერის სცენიდან თქვენი ყველასთვის ცნობილი უმსგავსობის გამო, ჯანსუღის - თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა: "ამაშუკელი, ტ..... კი დააყე, თამაშს უკელი" (ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი წამსველები ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი "ალიყური" იქ არ მოგდონ, მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფოფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით!", - წერს თაკო ჩარკვიანი.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 915-ჯერ
კომენტარები
რეკლამა