დღის ახალი ამბები

"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!"

"სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!"

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბათუმიდან, სადაც საუბრობს მოსახლეობის მხრიდან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების უგულებელყოფისა და არდაცვის თაობაზე:

"შრომის ინსპექცია/Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!

სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!

შარშან მათ გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ?

ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილეთქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!", - წერს ფანგანი.
скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 560-ჯერ
კომენტარები
რეკლამა