დღის ახალი ამბები

მოქალაქეების 30%-ს დაუტოვა კოვიდმა ეს გართულება – გიორგი ფხაკაძე

მოქალაქეების 30%-ს დაუტოვა კოვიდმა ეს გართულება – გიორგი ფხაკაძე
13-04-2021, 08:10

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, დამოუკიდებელი ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით, კორონავირუსი ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობას არყევს და აქვეითებს.

„20%-დან 30%-მდე ადამიანებს სჭირთ პოსტკოვიდური სინდრომი. ერთი კვირის წინ, იტალიაში ჩატარდა ბოლო კვლევა, სადაც ის პაციენტები შეისწვლეს, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს მძიმე ან მსუბუქ ფორმებში.

ვინც საავადმყოფოში მოხვდა ან სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ სახლში გაიარა მკურნალობა, აღმოჩნდა, რომ ამ პაციენთების 30%-ს დაუტოვა პოსტ-ტრავმული სტრესი, ანუ 30%-ს მენტალური პრობლემა.

აქ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ მეტალურად კარგად ვერ არის ადამიანი, ანუ მხოლოდ ასეთი გართულებით არის 30%.

საქართველოში ვირუსი გადაიტანა დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა და ჩემი ანალიტიკის საფუძველზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რეფერენსი, პროფესორი გიორგი ფხაკაძის პირადი დასკვნა არის ასეთი, რომ ალბათ 30%-მდე (ბავშვების ჩათვლით) ადამიანებში შესაძლებელია დარჩენილია მსგავსი პოსტკოვიდური მოვლენები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 903-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer